14:08 - 12 Apr, 2026
|
2023-10-10 22:17:39, 1256 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანია უკრაინას მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას ერთ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო მხარდაჭერის პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის თავდაცვის სამინიტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის დასაცავად უკრაინა Patriot-ის, Iris-T-ისა და Gepard-ის ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს მიიღებს, რომელთა საერთო ღირებულება ერთ მილიარდ ევროს შეადგენს. გარდა ამისა, პაკეტში შედის იარაღი, დაჯავშნული სატრანსპორტო საშუალებები და სამხედროების აღჭურვილობა, რომლის ღირებულებაც 20 მილიონი ევროა. „გერმანია მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმით, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)