21:36 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 20:56:35, 634 ნახვა

მსოფლიო
მედია - „ჰამასის“ ჯარისკაცებმა 40 ჩვილი და ბავშვი დახოცეს, ზოგიერთს თავი მოჰკვეთეს

ღაზის სექტორის მიმდებარე დასახლება კფარ აზაში სამხედროებმა ცხედრებს შორის, სულ მცირე, 40 დახოცილი ჩვილი და ბავშვი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო მედია, I24 ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, ზოგიერთ ბავშვს თავი აქვს მოკვეთილი.

ამასთან, I24 წერს, რომ ისრაელის სამხედროებმა მედია ჰამასის მიერ გამართული ხოცვა-ჟლეტის ადგილას პირველად შეიყვანა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა.

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.

9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics