2023-10-10 17:40:44, 635 ნახვა
მსოფლიო
ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 000-ს აჭარბებს
ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 008-მდე გაიზარდა. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ისრაელის საელჩომ გაავრცელა.
საელჩოს ცნობით, დაშავებულია 3 418-ზე მეტი პირი.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, 100-150-მდე ისრაელის მოქალაქე "ჰამასის" ტყვეობაში იმყოფება.
მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა ღაზას სექტორშიც. ბოლო ცნობებით, ისრაელის საპასუხო იერიშს 765-მდე პალესტინელი ემსახვერპლა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,