|
2023-10-10 16:28:11, 1160 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - თანხის მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლომ 2 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, გამოგონილი სახელით გაეცნო საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს, რა დროსაც დაარწმუნა ისინი, თითქოსდა მისი კომპანია საქართველოსა და საფრანგეთში დიდ სავენახე მეურნეობას ფლობდა და მათ ფინანსური მოგების მიღების მიზნით, საწარმოში ინვესტიციების განხორციელება შესთავაზა. მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებულებმა დაზარალებულებს საწარმოს შემოსავლების, მოგების და რამდენიმე ათეული მილიონი ევროს ღირებულების აქტივების მართვის შესახებ შესახებ ყალბი ინფორმაცია წარუდგინეს. "დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, 2020 წლის მაისი-ივლისის პერიოდში, დაზარალებულებს გამოგონილი ე.წ. წარმატებული ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში, თითქოსდა საინვესტიციოდ განკუთვნილი 600 000 ევრო საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავალი დააკონვერტირეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, ფიქტიური დანიშნულებებით, ერთ-ერთი ბრალდებულის პირად, ასევე მათ საკუთრებასა და მფლობელობაში არსებულ სხვა კომპანიების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს. აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 1 898 880 ლარის, 39 550 ევროს და 9 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ ფიზიკურ პირებს, სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მსჯავრდებულ იურიდიულ პირს უვადოდ ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება და დაეკისრა ჯარიმა -200 000 ლარის ოდენობით. განაჩენით მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ - 311 652 ლარის ღირებულების ოთხი უძრავი ქონება, ორი ავტომანქანა, და საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული თანხა ჩამოერთვათ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)