2023-10-10 14:40:40, 671 ნახვა
მსოფლიო
ისრაელზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 120 სამხედრო დაიღუპა
ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმას, სულ მცირე, 120 სამხედრო ემსხვერპლა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს.
ჰაგარის თქმით, ისრაელიდან ღაზას სექტორში გატაცებულია 150-მდე ადამიანი. ისრაელის თავდაცვის უწყება 50-მდე მათგანის ოჯახთან უკვე კონტაქტზე იმყოფება.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-ს აჭარბებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,