|
2023-10-10 12:23:54, 911 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის სამძებრო-სამაშველო ორგანიზაცია - კიბუც ბეერში 100-ზე მეტი ცხედარი აღმოვაჩინეთ
10 ოქტომბერს, ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე კიბუც ბეერში 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მოხალისეობრივი სამძებრო-სამაშველო ორგანიზაცია ZAKA ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ ეტაპზე 108 ცხედარია ნაპოვნი, თუმცა კიბუცის ტერიტორია ჯერჯერობით სრულად არ არის გაწმენდილი და შესაძლოა, ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს. "დღეს მოხალისეები შევიდნენ კიბუც ბეერში. შეუძლებელია სიტყვებით ახსნა, რა საშინელი სანახაობა იყო - ზოგი ზრდასრული იყო, ზოგიც ბავშვი. ეს არის საშინელება, რომელის აღქმაც შეუძლებელია",- აცხადებენ ZAKA-ში. მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე ცნობილი დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით, "ჰამასის" ტერორისტებმა კიბუც ბეერის მოსახლეობის 10% გაანადგურეს. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა, რის შემდეგაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა. გუშინ, 9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. გუშინვე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)