2023-10-10 11:46:45, 715 ნახვა
მსოფლიო
მაჰმუდ აბასი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს
პალესტინა ამზადებს პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის ვიზიტს მოსკოვში,- ამის შესახებ რუსეთში პალესტინის ელჩმა, აბდელ ჰაფიზ ნოფალმა Rossiya-24-ს განუცხადა.
ელჩის თქმით, პალესტინა რუსეთთან რეგულარულ კომუნიკაციას ინარჩუნებს.
"ჩვენ ყოველდღიურად ვართ მოსკოვთან კონტაქტზე. ახლა მზადება მიმდინარეობს პრეზიდენტ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის",- თქვა ელჩმა.
როგორც მედია წერს, მაჰმუდ აბასი რუსეთს ბოლოს 2021 წლის ნოემბერში სტუმრობდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,