02:48 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 11:30:01, 537 ნახვა

საზოგადოება
მერია - ვარკეთილის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება

ვარკეთილის დასახლებაში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ამოქმედების შემდეგ ყოველთვიურად 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა.

„მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს. გაზაფხულისთვის მთლიანად დასრულებული იქნება პროექტი. აქ იქნება კალათბურთის, ჭიდაობის, ტანვარჯიშის და სხვა დარბაზები, ასევე არის საცურაო აუზები, როგორც პატარებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. იქნება ასევე ტრენაჟორების სივრცე, მედიათეკა და ა.შ. როგორც გითხარით, მულტიფუნქციური ცენტრის ორი პროექტი სამგორის რაიონში და დიდ დიღომში მიმდინარეობს და მალე დასრულდება. გვინდა, რომ ყველა რაიონში თითო ასეთი ცენტრი აშენდეს, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება ვარჯიშის, გართობის, დასვენების შესაძლებლობა. პროექტში ასევე გათვალისწინებულია ეზოს კეთილმოწყობა. აქვე არის სკოლა და ვფიქრობ, ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის ძალიან კარგი სტიმული იქნება ამ ცენტრის არსებობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე.

მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება სხვადასხვა ტიპის დარბაზები, ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი; კაფე; სპორტული ინვენტარის მაღაზია; მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა; საკონფერენციო დარბაზი; სახელოვნებო სკოლა; სამაგიდო თამაშების სივრცე. ცენტრს ექნება მიწისქვეშა პარკინგი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics