23:23 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 11:13:46, 662 ნახვა

მსოფლიო
The Times of Israel - ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ 1 500 მებრძოლის ცხედარი აღმოაჩინეს

ისრაელის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ 1 500 მებრძოლის ცხედარი აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ქვეყნის თავდაცვის ძალების სპიკერზე, რიჩარდ ჰეხტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰეხტის თქმით, სამხედროებმა სასაზღვრო ზონაში უკვე 35 ბატალიონი განალაგეს. 

"ისრაელში, ღაზას სექტორის გარშემო „ჰამასის“ 1 500 მებრძოლის ცხედარი ვიპოვეთ",- განაცხადა ჰეხტმა.

მისივე თქმით, ღაზას სექტორის მახლობლად ისრაელის ყველა მოქალაქის ევაკუაცია თითქმის დასრულებულია.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ისრაელის სამხედროებმა პალესტინელებს ღაზას სექტორის დატოვება და ეგვიპტეში წასვლა ურჩიეს.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა, რის შემდეგაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.

გუშინ, 9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. 

გუშინვე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics