|
2023-10-09 23:10:29, 1304 ნახვა
ომი უკრაინაში
ფინეთი უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად 92 მილიონ ევროს გამოყოფს
ფინეთი საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) კრიზისულ ფონდისთვის 92 მილიონ ევროს გამოყოფს, რათა გაუზარდოს მხარდაჭერა უკრაინასა და მოლდოვას, ასევე იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული აგრესიით დაზარალდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 62 მილიონი ევრო გამოიყოფა უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად, ამ თანხიდან 12 მილიონი ევრო გრანტის , 50 მილიონი ევრო კი სესხის სახით გამოიყოფა. გარდა ამისა, ფინეთი რუსეთის აგრესიით დაზარალებულ ქვეყნებისთვის 30 მილიონ ევროს სესხს გასცემს და სხვა საკითხებთან ერთად, ხელს შეუწყობს ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციას. მოლდოვაში კი აღნიშნული თანხები გამიზნული იქნება უკრაინელი ლტოლვილების მიღებისა და ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური რეკონსტრუქციის ხარჯების დასაფარად.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)