04:16 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-09 17:49:32, 612 ნახვა

საზოგადოება
ჟვანია - გუშინ თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 რეისი შესრულდა, საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ

ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ,- ამის შესახებ ისრელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

ჟვანიას თქმით, გუშინ თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 ავიარეისი შესრულდა.

"გუშინ თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით ხუთი რეისი შესრულდა. ამ რეისებით ძირითადად საქართველოს ის მოქალაქეები გამოემგზავრნენ, რომლებმაც 7 ოქტომბერს გამომგზავრება ვერ შეძლეს. დაგეგმილი რეისებიდან მხოლოდ ერთი, „ისრეარის“ რეისი გაუქმდა. მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ჰქონდათ სადმე თავშესაფარი და ღამის გასათენებელი.

პრაქტიკულად, ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ. მოთხოვნა რეისებზე ჩვეულებრივ არის. როგორც წესი, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ცდილობენ, ბავშვები გამოარიდონ ამ მდგომარეობას.

ზოგადად, ისრაელში მდგომარეობა არის მშვიდი, ვგულისხმობ ისრაელის ცენტრს. დღეს ოთხი რეისი არის თბილისის მიმართულებით, ამ დილით ადრე შესრულდა რეისი, „ელალის“ რეისი სრულდება ხუთ საათზე - გადაიდო რამდენიმე საათით, არ გაუქმებულა. ასევე, საღამოს იქნება „აირზენას“ რეისი, ისევე, როგორც ხვალ და ზეგ. ინტერესი დიდია, ჩვენც ვცდილობთ, მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ.

ბილეთები არის სხვადასხვა ავიაკომპანიაზე, მაგალითად, 12 და 14 ოქტომბრის ბილეთები ჯერ კიდევ თავისუფალია. ასევე, როგორც წესი, ისრაელელები, რომლებიც გეგმავდნენ გამომგზავრებას, ბილეთები ჰქონდათ, მაგრამ მათი ოჯახის რომელიმე წევრი გამოიძახეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, ასეთი ოჯახები აუქმებენ თავიანთ მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ, შეიძლება ბოლო წუთს ასევე ადგილები გამოჩნდეს სხვადასხვა ავიარეისზე.

ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ. სამი ცხელი ხაზი მუშაობს საელჩოში 24 საათის განმავლობაში. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მხოლოდ 13:00 საათამდე მუშაობს საელჩო და საკონსულო, რაც არასწორია. თუკი, ვინმეს სჭირდება დახმარება, თუ არ აქვს ღამის გასათევი ან ავიარეისებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად ვაძლევთ კონსულტაციებს და ეფექტურად ვცდილობთ, დავეხმაროთ",- განაცხადა ჟვანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics