06:54 - 30 Oct, 2026
|
2023-10-09 10:58:55, 773 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ავღანეთში მიწისძვრის შედეგად 2 445 ადამიანი დაიღუპა, 2 000-ზე მეტი კი დაშავდა
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 445-მდე გაიზარდა, ხოლო 2 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. ავღანეთის კატასტროფების მართვის სამინისტროს პრესსპიკერის, ჯანან საიექსის განცხადებით, დაღუპულებს შორის ბევრი ქალი და ბავშვია. მისივე თქმით, მიწისძვრის შედეგად, 1 320 სახლი დაზიანდა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ავღანეთში გუშინ, 8 ოქტომბერს მოხდა. მიწისძვრა ქალაქ ჰერათის ჩრდილო-დასავლეთით, 35 კილომეტრში დაფიქსირდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)