|
2023-10-09 09:26:10, 749 ნახვა
მსოფლიო
BBC - პოლონეთმა ისრაელიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო
პოლონეთმა ისრაელიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, პირველი თვითმფრინავი, რომელშიც დაახლოებით, 120 ადამიანი იმყოფებოდა, ვარშავაში დღეს დილით ჩაფრინდა. "ისრაელიდან ევაკუირებული პირველი ადამიანები უკვე პოლონეთში არიან. მსურს, მადლობა გადავუხადო [ჩვენს] ჯარისკაცებს ოპერაციის ეფექტურად ჩატარებისთვის. თქვენ საუკეთესოები ხართ", - წერს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი Twitter-ზე. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს, ხოლო 8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ისრაელზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)