|
2023-10-09 09:09:49, 789 ნახვა
მსოფლიო
The Times of Israel - ისრაელის სამხედრო საზღვაო ძალებმა „ჰამასის“ მეთაურის მოადგილე ტყვედ აიყვანეს
ისრაელის სამხედრო საზღვაო ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" მეთაურის მოადგილე მუჰამედ აბუ გალი ტყვედ აიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. The Times of Israel-ის ცნობით, ის საზღვაო ძალების "შაიეტ 13 ქვედანაყოფმა" დააკავა. "ბრალდებული დაკავებულია და ამჟამად თავდაცვის დაწესებულებაში იკითხება",- აცხადებენ ისრაელის თავდაცვის უწყებაში. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს, ხოლო 8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ისრაელზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)