15:19 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 22:18:24, 647 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე „ოცნებაზე“ - კრემლის სტილის პოლიტიკას უფრო მიჰყვება, ვიდრე ევროკავშირის პრინციპებს

საქართველოს მთავრობა უფრო კრემლის სტილის პოლიტიკას მიჰყვება, ვიდრე ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ "ფორმულასთან" ინტერვიუს დროს განაცხადა.

იუკნევიჩიენეს თქმით, საქართველო რომ ყოფილიყო ისტორიის იმ მხარეზე, სადაც უკრაინა და მოლდოვაა, არ იქნებოდა საერთოდ კითხვა სტატუსთან დაკავშირებით.

"არ ვიცი, რა ტიპის დებატები მიმდინარეობს კომისიაში. ჩვენ ვხედავთ და ვისმენთ განცხადებებს ოფიციალური პირებისგან. მე ვიცი, რა აზრი გამაჩნია. ქვეყანა რამდენიმე წლის წინ იყო ლიდერი და საქართველო რომ ყოფილიყო ისტორიის იმ მხარეზე, სადაც უკრაინა და მოლდოვაა, არ იქნებოდა საერთოდ კითხვა სტატუსთან დაკავშირებით. რაც შეეხება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა უფრო კრემლის სტილის პოლიტიკას მიჰყვება, ვიდრე ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება დემოკრატიის თემას. საქართველოს მთავრობამ იცის, რა უნდა მოიმოქმედოს.

[საქართველოს მთავრობა] თავს ისე აჩვენებს, თითქოს ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ძალიან ბევრი კითხვა იბადება. ჩვენ ვნახავთ, მომავალში რა მოხდება, მაგრამ გზავნილები, ახლა რაც მოდის საქართველოდან, მაგალითად, რაღაც უსარგებლო და უცნაური იმპიჩმენტი პრეზიდენტის წინააღმდეგ და ასევე, ახალი ინფორმაცია ანტი-დემოკრატიულ კანონებზე, რომელიც დაწევს დემოკრატიის დონეს, გამოხატვის უფლება შეუზღუდავს ადამიანებს, საკუთარი აზრი გამოთქვას და ა.შ. ქართული ოცნება მეგობრობს ისეთ ადამიანებთან, როგორიცაა ორბანი უნგრეთიდან. უნგრეთი არ გახლავთ საუკეთესო მაგალითი დემოკრატიის და ალბათ, ფიქრობს ოცნება, რომ მიაღწევს რაიმეს, არ გამოვიყენებ ძალიან ძლიერ ტერმინს, შანტაჟს", - განაცხადა იუკნევიჩიენემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics