14:08 - 12 Apr, 2026
|
2023-10-06 16:04:00, 1353 ნახვა
ომი უკრაინაში
ხარკოვზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა
ხარკოვზე რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. სინეგუბოვის განცხადებით, დაშავებულებს შორის18-დან 85-წლამდე ასაკის 20 მამაკაცი და 9 ქალია. მისივე თქმით, თავდასხმას, ამ დროის მონაცემებით, 2 ადამიანი ემსხვერპლა. "ადგილზე, სადაც რუსული რაკეტა ხარკოვის საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, მაშველებმა 68 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. ის გარდაცვლილი10 წლის ბიჭის ბებიაა",- განაცხადა სინეგუბოვმა. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დღეს, 6 ოქტომბერს დაბომბეს. ხარკოვის საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ფილჩაკოვის განცხადებით, ოკუპანტებმა ხარკოვს "ისკანდერის" ტიპის რაკეტებით შეუტიეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)