15:44 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 13:55:33, 644 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ჰერჩინსკიზე - ელჩს ვერ ექნება რესურსი, პრეზიდენტს ხელი ააღებინოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე - ეს ჩვენი გასაკეთებელია

თუ ევროკავშირის ელჩს არ აქვს იმის რესურსი, მან ააღებინოს ხელი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება სათანადო სამართლებრივი ინსტრუმენტებით ავაღებინოთ ხელი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას.

კობახიძის თქმით, სამართლის უზენაესობის დაცვაზე საქართველოში პასუხისმგებელია არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი კონსტიტუციური ორგანოები.

"მე მახსოვს, თავის დროზე კარლ ჰარცელის განცხადება მელიას დაჭერასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, საჯაროდაც და მეც მქონდა მასთან საუბარი, რომ მელიას დაჭერა ხელს არ შეუწყობდა რაღაც პროცესების სწორად განვითარებას. მაშინ მე ვუთხარი მარტივი რამ, მაშინ გადაახდევინეთ მელიას გირაო. ჩვენ რა უნდა გაგვეკეთებინა, ხომ ვერ ჩავერეოდით სასამართლოს საქმიანობაში. ძალიან მარტივი იყო მისთვის მელიას დარწმუნება იმაში, რომ გადაეხადა გირაო, რაზეც მითხრა, რომ ის არ გეგმავდა ამის გაკეთებას, მელიას დარწმუნებას, გადაეხადა გირაო.

შემდეგ გახსოვთ თქვენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში იყო სწორი, მელიას დაჭერა იყო სწორი და ლეგიტიმური, დარჩა ისტორიას კარლ ჰარცელის არასწორი განცხადება და ისტორიას დარჩა ასევე სტრასბურგის სამართლებრივი შეფასება, რომ ხელისუფლების თითოეული მოქმედება ეფუძნებოდა სამართლის უზენაესობის პრინციპს და სამართლის განუყრელ დაცვას.

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ევროკავშირის მოქმედ ელჩს ყველაფრის გამო, თუმცა, მინდა, აქ ერთი რამ აღვნიშნო. მას თუ აქვს რესურსი, მაშინ ააღებინოს ხელი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე. მგონია, რომ მას არ აქვს ამის რესურსი. ასეთ პირობებში, ყველამ უნდა გვაცალოს ჩვენ, რომ ჩვენ დავიცვათ სამართლის უზენაესობა. თუ ევროკავშირის ელჩს არ აქვს იმის რესურსი, მან ააღებინოს ხელი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება სათანადო სამართლებრივი ინსტრუმენტებით ავაღებინოთ ხელი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, რადგან სამართლის უზენაესობის დაცვაზე საქართველოში პასუხისმგებელია არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი კონსტიტუციური ორგანოები“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 6 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ​​​​​​​"საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი უდროოა და ნამდვილად ვერ უწყობს ხელს დეპოლარიზაციას".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics