20:13 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 13:21:58, 549 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ვნახეთ მცდელობა, გამეორებულიყო მარტის რადიკალური დღის წესრიგი, მაგრამ გუშინ რადიკალიზმი არ შედგა

ჩვენ ვნახეთ მცდელობა, რომ გამეორებულიყო მარტის რადიკალური დღის წესრიგი. ზუსტად იგივე აქტორები, „ენჯეოები“ და ოპოზიცია, ზუსტად იგივე „დაბრენდვით“, რომ „ეს არის რუსული კანონი“, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს რადიკალიზმი გუშინ არ შედგა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალიზმის პოტენციალი, რომელიც ოპოზიციას აქვს, ძალიან დაბალია.

„მინდა, მადლობა გადავუხადო უცხოელ აქტორებს, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა წარმომადგენელს. განსხვავება სწორედ ის იყო მიმდინარე განხილვებისა და მარტის მდგომარეობას შორის, რომ ჩვენ მაშინ გვახსოვს უცხოელი აქტორების ძალიან აქტიური მონაწილეობა, მათ შორის, იმ კანონის „რუსულ კანონად“ „დაბრენდვაში“, რამაც მაშინ ჩვენ მოგვცა რადიკალიზმი, ხოლო ამ ჯერზე ჩვენ ვნახეთ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ქართული განხილვის საკითხი და მინდა, მადლობა გადავუხადო კონსტრუქციული როლისთვის, რომ არ იყვნენ ჩარეული უცხოელი აქტორები. ვნახეთ, რომ ეს რადიკალიზმის პოტენციალი, რომელიც ოპოზიციას აქვს, არის ძალიან დაბალი. გუშინ ჩვენ ვინც ვნახეთ, ვნახეთ კვლავ ის ექსტრემისტული ჯგუფები, „ნაციონალური მოძრაობის“ ყალბი „ენჯეოები“, მათ შორის, რაღაც მოძრაობები, რომელიც ვნახეთ, რაც არის 20-30 ადამიანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics