20:13 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 09:35:09, 687 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი გრანადაში ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს  შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღარიბაშვილმა ფონ დერ ლაიენთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების და წლის ბოლოს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა როგორც რეგიონალურ, ისე გლობალურ კონტექსტში.

"პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი კვლავ გრძელდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო რეკომენდაციების შესრულების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან და კვლავაც აგრძელებს აღნიშნულ თანამშრომლობას. 

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და მისი ძალისხმევა 12 პრიორიტეტის განსახორციელებლად სამართლიანად იქნება აღიარებული. შესაბამისად, საქართველო წლის ბოლოს კომისიის მხრიდან სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და თქვა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად",- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics