|
2023-10-05 11:34:53, 706 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრმა სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორებთან თათბირი გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას სასაზღვრო პოლიციის უფროსი, საპატრულო პოლიციის, ადმინისტრაციის, გენერალური ინსპექციის, სტრატეგიული კომუნიკაციების, ადამიანური რესურსების მართვის, შიდა აუდიტის, ოპერატიული უზრუნველყოფის და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტების დირექტორები დაესწრნენ. "ვახტანგ გომელაურმა დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისგან კვარტალური ანგარიშები მოისმინა, გაეცნო მათ მიმდინარე და სამომავლო გეგმებს. თათბირზე განხილულ იქნა საზღვრის ეფექტური მართვის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები, ასევე, სასაზღვრო სექტორებზე არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი და განხორციელებული და მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმები. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა დეპარტამენტში განხორციელებულ სიახლეებსა და პროექტებს. მათ შორის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ავტოპარკის განახლებას, პატრულ-ინსპექტორების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ახალი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობების გადაცემას. შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილესთან - ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად ასევე, შეხვედრა გამართა დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის, იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობების, მიგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტების დირექტორებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორთან. სამუშაო თათბირზე განხილულ იქნა ბოლო დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული და ინიცირებული კანონპროექტები. სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა, მინისტრს მათი კომპეტენციის ფარგლებში დანაყოფების საქმიანობის, ასევე განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის დასასრულს ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაში მონაწილე პირებს კონკრეტული დავალებები მისცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
უკრაინელებმა სამარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მოსკოვში კი კვლავ საჰაერო კოლაფსია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)