06:56 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 10:59:48, 533 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია საფრანგეთის სოფლის-მეურნეობისა და სურსათის მინისტრს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საფრანგეთის ქალაქ კლერმონ-ფერანში, საფრანგეთის რესპუბლიკის სოფლის-მეურნეობისა და სურსათის მინისტრ მარკ ფენოს მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე - Sommet De L’elevage, ქართულ სტენდთან უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,მიმდინარე  წელს, საქართველო გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. 

შეხვედრაზე ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის მიმართულებები და შედეგები განიხილეს. 

ოთარ შამუგიამ ფრანგ კოლეგას მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან პარტნიორობის გაძლიერება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

„მოგეხსენებათ, საქართველოსთვის ისტორიული მომენტი დგას - ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და, მოცემულ ეტაპზე, გვაქვს მოლოდინი, რომ მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. საქართველოს მიერ გადაიდგა სათანადო ნაბიჯები იმ პუნქტების შესასრულებლად, რაც მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსისთვის”,- განაცხადა ოთარ შამუგიამ. 

საფრანგეთის რესპუბლიკის სოფლის-მეურნეობისა და სურსათის მინისტრ მარკ ფენომის განცხადებით, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და მიესალმება ბოლო წლებში განხორციელებულ პროგრესს. 

„ყველა აქტივობა, პროგრამა და ღონისძიება, რომელსაც ვგეგმავთ და ვახორციელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ერთი მხრივ, მიმართულია აგრარულ დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად და ეფექტიანად ათვისებისკენ, საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნადი, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის ხელშეწყობისკენ, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენი მიზანია, წარმოების განვითარების და ზრდის პარალელურად, მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი გარემო, დაცული იყოს წყლის, მიწის, ტყის რესურსი ზეწოლისგან და დაზიანებისგან. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტების, ევროპული მართვის სისტემების დანერგვის საკითხებზე. მადლობას ვუხდი ყველა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციას, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დასახული მიზნის მისაღწევად",- აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. 

ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა არსებობს, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საფრანგეთის მხრიდან სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი მიმართულებების მხარდაჭერა, როგორებიცაა მეცხოველეობის სექტორი, მცირე ფერმების ხელშეწყობა, მიწის მართვა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.  

შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ორ ქვეყანას შორის კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა მელიორაცია, მიწის მართვა, სატყეო მმართველობა, მეცხოველეობა და სხვა. 

მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics