13:42 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 10:19:17, 974 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - მიმდინარე წლის სექტემბერში, უკანონო ტყითსარგებლობის 188 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყით სარგებლობის 188 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 138 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 50 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და არარეგისტრირებული სახერხი საამქროების გამოვლენის ფაქტებია. აღნიშნული სამართალდარღვევებიდან, 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, უკანონო ტყით სარგებლობის ყველაზე მეტი - 43 ფაქტი გამოვლენილია კახეთში, 30 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში - 27, აჭარაში - 26, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 23, შიდა ქართლში - 20, მცხეთა-მთიანეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 6, გურიაში - 5, ქვემო ქართლში კი - 1.

„ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 193 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 46 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 4 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 2 089 ფაქტი აღკვეთეს. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია 52 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics