2023-10-03 23:58:25, 653 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამი ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი დააკავა
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთიანი ყარაბაღის სამი ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი - არკადი გუკასიანი, ბაკო საჰაკიანი, არაიკ არუთინუანი და პარლამენტის ყოფილი ე.წ. სპიკერი, დავიდ იშხანიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დაკავებული ექსპრეზიდენტები ბაქოში გადაიყვანეს. დანარჩენმა სამმა ექსპრეზიდენტმა კი მთიანი ყარაბაღი მშვიდობიანად დატოვა და სომხეთში გადავიდა.
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ საბოლოოდ მოიპოვა კონტროლი მთიანი ყარაბაღის რეგიონზე, ყარაბაღი თითქმის 120 000-მა სომეხმა დატოვა.
ყარაბაღიდან სომეხი მოსახლეობის მასობრივი გამგზავრება მას შემდეგ დაიწყო, რაც 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა იქ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,