|
2023-10-03 19:14:29, 747 ნახვა
პოლიტიკა
ფიშერი - ევროკავშირი არის კეთილდღეობისა და თავისუფლების საფუძველი, ევროკავშირი ახლა საქართველოსთვისაც ხელმისაწვდომია
გერმანია საქართველოს გვერდით იდგა 1918, 1991, 1992 წლებში და ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ახლა, მოდით, ვიაროთ ერთად ევროკავშირისკენ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საელჩოში განაცხადა, სადაც გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება იმართება. ფიშერის თქმით, ევროკავშირი არის გერმანიისთვის მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის საფუძველი და ევროკავშირი ახლა ხელმისაწვდომია საქართველოსთვისაც. „დღეს, აქ, თბილისში ყველა გერმანიის ერთიანობის დღეს აღვნიშნავთ. ეს მოხდა 1990 წლის 3 ოქტომბერს და ეს იყო დიდი ისტორიული მნიშვნელობის დღე მთელი ევროპისთვის. ეს იყო ბერლინის კედლის დაცემა, ეს იყო რკინის ფარდის ნგრევა ევროპაში. გერმანიისთვის და სხვა ევროპული სახელმწიფოებისთვის ეს იყო მათ ტერიტორიაზე საბჭოთა ჯარების, რუსეთის ჯარების ყოფნის დასრულება. ეს ასევე იყო თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაწყისი გერმანელებისთვის აღმოსავლეთ გერმანიაში და ამის საიდუმლო, ამის საფუძველი იყო ევროკავშირი. ევროკავშირი არის ჩვენი მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების საფუძველი და ევროკავშირი ახლა არის ხელმისაწვდომი საქართველოსთვისაც. ამაშია ამ დღის მნიშვნელობა საქართველოსთვისაც. გერმანია იდგა საქართველოს გვერდით 1918, 1991, 1992 წლებში და ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ახლა. მოდით, საქართველომ და გერმანიამ ვიაროთ ერთად ევროკავშირისკენ”, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)