|
2023-10-03 14:58:42, 654 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - გადავედით საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მთავრობას და პრეზიდენტი არ არის ჩართული მის განხორციელებაში
2013 წლიდან რეალურად გადავედით საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება ექსკლუზიურად ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტი საერთოდ არ არის ჩართული აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში, არავითარი ფორმით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს. „ეს იყო მთავარი ცვლილება, რაც განხორციელდა 2013 წლიდან. ასევე, შეიცვალა პრეზიდენტის სტატუსთან დაკავშირებული ჩანაწერი. ადრე თუ ეწერა, რომ პრეზიდენტი იყო უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, მაქსიმალურად შეიკვეცა ამ სტატუსის შინაარსიც და ჩაიწერა, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“,- განაცხადა კობახიძემ. მისი განმარტებით, იმისთვის, რომ ზედმეტი ინტერპრეტაციები ყოფილიყო თავიდან აცილებული, ყველაზე სუსტი ჩანაწერი იქნა შეტანილი კონსტიტუციის დღევანდელ 59-ე მუხლში და წერია, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. მისივე თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკებში და მონარქიებში, მონარქებმა და პრეზიდენტებმა იციან, რომ არ შეიძლება ჩაეჭრან მთავრობას არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. „იმისათვის, რომ ზედმეტი ინტერპრეტაციები ყოფილიყო თავიდან აცილებული, ყველაზე სუსტი ჩანაწერი იქნა შეტანილი კონსტიტუციის შესაბამის მუხლში, დღევანდელ 59-ე მუხლში და წერია მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში და არც წარმომადგენელი და არც მით უმეტეს, უმაღლესი წარმომადგენელი. მხოლოდ ასე განისაზღვრა პრეზიდენტის წარმომადგენლობითი სტატუსი. შემდეგ მაქსიმალურად დაზუსტდა ჩანაწერები, რომლებიც უკავშირდება უკვე უფლებამოსილების განხორციელებას, მაგრამ რომც არ დაზუსტებულიყო, ისედაც ყველაფერი უნდა ყოფილიყო ნათელი იმიტომ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკებში და მონარქიებში, მონარქებმა და პრეზიდენტებმა იციან, რომ ისინი არ შეიძლება ჩაეჭრან მთავრობას არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. ისეთი ზუსტი ჩანაწერები, როგორიც გვხვდება საქართველოს კონსტიტუციაში არ გვხვდება არც გერმანიის, არც ესპანეთის კონსტიტუციებში, მაგრამ გერმანიის პრეზიდენტმა იცის, რომ მისი პრეროგატივა არ არის ჩაეჭრას მთავრობას საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელებაში და იგივე ეხება ესპანეთის მეფეს. ესპანეთის მეფეს კონსტიტუციაში უწერია, რომ ის არის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, მაგრამ მეფემ იცის, რომ ეს არის საპარლამენტო მონარქია, შესაბამისად, მთავრობა ახორციელებს აქაც საგარეო პოლიტიკას და არა მეფე და მონარქი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძე
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)