|
2023-10-03 14:05:43, 726 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - პრეზიდენტი იმდენად არის შეშინებული, რომ სასამართლო სხდომაზე მისვლას ვერ ბედავს
პრეზიდენტი, ალბათ, იმდენად არის, რბილად რომ ვთქვათ, შეშინებული, რომ ის ვერ ბედავს მივიდეს სასამართლო სხდომაზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. როგორც ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე საზოგადოებისთვის უნდა აეხსნა, "რატომ არღვევდა კონსტიტუციას მიზანმიმართულად". "რატომ არ ისმევა მარტივი კითხვა იმასთან დაკავშირებით, სად არის ქალბატონი პრეზიდენტი? რატომ არ არის იმ სასამართლო სხდომის დარბაზში, სადაც ისმის კითხვა, რა მიზანს ემსახურებოდა მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა. მისულიყო სხდომაზე და აეხსნა სასამართლოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რატომ არღვევდა კონსტიტუციას მიზანმიმართულად... მე მოვუწოდებ აქედან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ძალისხმევა შედეგს ვერ გამოიღებს - ქალბატონი პრეზიდენტი, ალბათ, იმდენად არის, რბილად რომ ვთქვათ, შეშინებული, რომ ის ვერ ბედავს მივიდეს ღიად სასამართლო სხდომაზე, რომელიც ჩვენი ძალისხმევით გაიხსნა და მადლობა ღმერთს, რომ ქართველ ხალხს აქვს დასკვნების გამოტანის საშუალება",- თქვა ღუდუშაურმა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა მიმდინარეობს. სხდომას ზურაბიშვილი არ ესწრება. პრეზიდენტმა სასამართლოში თავისი წარმომადგენლები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი გაუშვა. რაც შეეხება საკონსტიტუციო წარდგინების ავტორებს, მათი ნაწილი, მათ შორის მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სხდომათა დარბაზში იმყოფება.
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)