18:26 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-03 11:12:56, 795 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - აშშ-ის საელჩოს განცხადება გამაოგნებელი და საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია

აშშ-ის საელჩოს განცხადება გამაოგნებელი და საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე USAID-თან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას. 

კობახიძის თქმით, საზოგადოების მოლოდინია, საელჩოსგან მოისმინოს, რომ რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა არ მოხდება.

"გუშინ წავიკითხე საელჩოს განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. გაოგნებული ვიყავი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად შემაშფოთებელია განცხადება, რაც მოვისმინეთ. იმის მაგივრად, რომ ჩვენ გვენახა გამიჯვნა იმ პროცესებისაგან, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული რევოლუციის მომზადებისგან, ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული განცხადება ვნახეთ, რაც შემაშფოთებელია.

ქართულ საზოგადოებას უნდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში და არ უნდა რევოლუცია და ის უბედურება, რაც, მაგალითად, რევოლუციამ მოუტანა იმავე ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას. ეს არ უნდა საზოგადოებას და საზოგადოების მოლოდინია, ამ შემთხვევაში საელჩოსგან მოისმინოს განსხვავებული პოზიცია. პოზიცია, რომ მათი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა, თუმცა გუშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 2 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2023 წლის 25 სექტემბერს, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი ჩამოვიდნენ. 

სუს-ის მტკიცებით, საქართველოში ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.

სუს-ის ინფორმაციას გუშინვე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. დიპლომატიურმა უწყებამ ხაზი გაუსვა, რომ USAID-ის წინააღმდეგ ბრალდებები მცდარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics