06:57 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-02 15:05:52, 611 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა კვირის ბოლოსკენ სრულად აღდგება, ხიდის რეაბილიტაცია კი, ოქტომბრის ბოლოსკენ დასრულდება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და განხორციელებული სამუშაოები შეაფასა.

კახა კალაძის განცხადებით, ხიდზე ავტომობილების თავისუფლად გადაადგილება კვირის ბოლოსთვის თავისუფლად იქნება შესაძლებელი. 

„შალიკაშვილის სახელობის, ე.წ. დიდუბის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. დაახლოებით კვირის ბოლოს მოძრაობა სრულად აღდგება და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი,  თუმცა სამუშაოები გაგრძელდება. მიმდინარეობს თაღების მოპირკეთების სამუშაოები, ტროტუარების კეთილმოწყობა, გარე განათების ახალი ბოძები დამონტაჟდება, ხიდზე დეკორატიული მინათებები გაკეთდება და სამუშაოების დასრულებას ვფიქრობთ ოქტომბრის ბოლოსკენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ამ დროისთვის, ტროტუარზე ფილების დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენების  დაგება დასრულებულია.

რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა მოაჯირები, გარე განათების ახალი ქსელი და დეკორატიული მინათებები, ასევე  რეაბილიტირდება მტკვრის თავზე არსებული თაღი. რეაბილიტაციის შედეგად,  ხიდს პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება. 

შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის ღირებულება 4,5 მლნ ლარია. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით კომპანია „ავტოგზა ლენტეხი 99“ ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics