|
2023-10-02 15:02:01, 652 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, მედიასემინარი გაიმართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პროექტის - „კომუნიკაცია მედიასთან“ ფარგლებში, ეკონომიკური პროფილის მქონე ჟურნალისტებისთვის მორიგი მედიასემინარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული სწავლება რენტგენო ინსპექტირების მწარმოებელი კომპანია NUCTECH -ის მხარდაჭერით განხორციელდა. სემინარი გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სიჭინავამ, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზაზა თაბაგარმა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა, სამსონ ურიდიამ. მათ მედიის წარმომადგენლებს, უწყებაში 2023 წელს განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი სიახლეები გააცნეს. "მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა გვაქვს ვისაუბროთ უწყებაში მიმდინარე აქტუალური სიახლეების შესახებ, რაც მედია საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. დისტანციური სერვისები, სასაქონლო კოდების ახალი საძიებო სისტემა, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსი, ასევე ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა, საბაჟო პროცესების ავტომატიზაციის მიზნით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობა, ეს არის იმ თემების ჩამონათვალი, რომელთა შესახებ ისაუბრებენ სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და გამოვთქვავ იმედს, რომ ერთობლივი სწავლება იქნება ძალიან ინტერაქტიური და კონსტრუქციული. ამასთან, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და აქტიური ჩართულობისთვის“,- განაცხადა საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა. სემინარის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ,,ფოთის“ გაფორმების ეკონომიკური ზონა მოინახულეს და იმპორტში მოქცევისთვის აუცილებელ საქონლის გაფორმების პროცედურებს ადგილზე გაეცნენ. ამასთან, მედია-ტურის მონაწილეებმა, კომპანია NUCTECH -ის მიერ წარმოებული უახლესი რენტგენული ინსპექტირების სისტემები დაათვალიერეს და კინოლოგიის ცენტრის ნარკოტიკული საშუალებების ძებნაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლის "დონას" მონაწილეობით, სიმულაციური აღმოჩენის პროცესს დაესწრნენ. აღნიშნულ სწავლებას ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები ირაკლი თევდორაძე და კიაზო ახალაია, ასევე მეთოდოლოგიისა და საბაჟო დეპარტამენტების სხვა ხელმძღვანელი პირები. საინფორმაციო შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)