18:47 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-02 14:16:26, 753 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - საქართველო 2012 წლამდე ერთი დიდი ციხე იყო, რომელსაც ჰყავდა ხელმძღვანელი სააკაშვილის სახით

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას „ქართული ოცნების“ მმართველობის 11 წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში  2012 წლამდე  დემოკრატიის მხრივ არსებული უმძიმესი მდგომარეობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა  2012 წელს  მთელი ქვეყნის გაერთიანება შეძლო. 

„ძალიან მნიშვნელოვანია განვლილი წლები. მინდა, შედარება გავაკეთო, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში - იყო უმძიმესი მდგომარეობა, ფაქტობრივად, დემოკრატიული პროცესები ჩახშული იყო, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება განადგურებული, მედია და ყველაფერი ერთი კაცის ხელში იყო. გვახსოვს ჩვენ ის პროცესები, როდესაც ტელევიზიაში შეცვივდნენ, პატარა ტელევიზიები დახურეს. ადამიანის უფლებები ყველანაირად ფეხქვეშ იყო გათელილი. ბიზნესი რა მდგომარეობაში იყო, გვახსოვს ყველას, როგორ ართმევდნენ ღამით სამ საათზე, დაბარებები და გადაფორმებებით, ციხეებში რა ხდებოდა, როგორ უსწორდებოდნენ პატიმრებს. 

ზოგადად, საქართველო იყო 2012 წლამდე ერთი დიდი ციხე, რომელსაც ჰყავდა ხელმძღვანელი სააკაშვილის სახით. გვახსოვს ყველას, როგორ უსწორდებოდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს. 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და ეს მოახერხა ერთმა ადამიანმა - ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც 2011 წელს გამოჩნდა და მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. მთელი საქართველოს გაერთიანება შეძლო ამ ადამიანმა, შემოიკრიბა გარშემო გულანთებული, ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სახით და შეძლო გამარჯვება და ეს მოხდა მშვიდობიანად,  არჩევნების გზით როგორც ეს განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში  ხდებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics