19:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-02 12:04:45, 600 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება - მათ ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ

რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ მათ ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ ბრიფინგზე გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებსა და  გურჯაანის საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის მერის შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა.

"როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში და მუნიციპალიტეტის მერის შუალედური არჩევნები  გურჯაანის საარჩევნო ოლქში. შეგახსენებთ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ მათ ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ.

შეზღუდული კონკურენციის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობა 40 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო. გურჯაანში უკონკურენტო არჩევნების მიუხედავად 2021 წლის არჩევნებზე მეტი ხმა აიღო ჩვენმა კანდიდატმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია. მადლობას ვუხდით თითოეულ ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. მადლობას ვუხდით პარტიის საარჩევნო შტაბების თითოეულ წევრს გაწეული სამუშაოსთვის, ასევე, მადლობას ვუხდით საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების გამართულად ჩატარებისთვის.

ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ წარმატებით გამოიცადა ელექტრონული ხმის მიცემის აპარატურა, რომლის საშუალებითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის 90 პროცენტზე მეტი მისცემს ხმას. ვულოცავთ გიორგი სოსიაშვილს საქართველოს პარლამენტის წევრად, ხოლო გიორგი მაჭავარიანს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერად არჩევას. წარმატებებს ვუსურვებთ მათ სამომავლო საქმიანობაში",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics