|
2023-10-01 11:09:20, 754 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო
თბილისის მერმა კახა ჯალაძემ 2023 წლის თბილისის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა და სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას "თბილისობა 2023" მიულოცა. 2023 წლის საპატიო თბილისელის წოდება მიიღო 26-მა მოქალაქემ. მათ შორის არიან: არჩილ ხომასურიძე - რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, აკადემიკოსი; ჟანრი ლოლაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვარი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; ნუგზარ უბერი - ექიმი, პედიატრი; ალექსანდრე კოტორაშვილი - ფოტორეპორტიორი; რამაზ გახოკიძე - მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი; გია ბაღაშვილი - მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე; გურანა გრიგორაშვილი - ექიმი, მეცნიერი და მკვლევარი; ნანა ფაჩუაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; თამაზ მაღლაკელიძე - ექიმი-პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; ამირან ქორიძე - ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მეცნიერი; გურამ ახალაია - მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე; მურმან ჯინორია - თეატრისა და კინოს მსახიობი; ლია სტურუა - პოეტი; ლეო ანთაძე - თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; იმედა კახიანი - კინომსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; იამზე დოლაბერიძე - მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი; ლევან ლაღიძე - მხატვარი; დავით მაღრაძე - პოეტი, საზოგადო მოღვაწე; რადიშ თორდია - მხატვარი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო მხატვარი; ავთო მახარაძე - თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი; ზურაბ ლეჟავა - სპორტსმენი, მწვრთნელი, კარატეს ქართული სკოლის ფუძემდებელი; მანანა ახმეტელი - მუსიკათმცოდნე, პედაგოგი; მამუკა ჩარკვიანი - მუსიკოსი, კომპოზიტორი; ევა ბაბალაშვილი - მხატვარი, მწერალი; რევაზ არველაძე - ენერგეტიკოსი, ინჟინერი, ტექნიკის მეციერებათა დოქტორი; ზაზა ავალიანი - ექიმი - ფტიზიატრი. დედაქალაქის მერმა თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა.
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)