|
2023-09-29 22:23:24, 726 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - ყოფილი ფოსტის შენობამ, რომელსაც არსებობის 100 წლიანი ისტორია აქვს, ახალი სიცოცხლე შეიძინა
თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე Radisson RED-მა აღმოსავლეთ ევროპაში პირველი სასტუმრო გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სასტუმრო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად გახსნა. საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას კახა კალაძემ სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა ქვეყანაში მსგავსი მსხვილი ინვესტიციების მნიშვნელობას. „ძალიან მიხარია, როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ რიგით მოქალაქეს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითი არ არის. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ხაზს ვუსვამთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა. ზუსტად მშვიდობას მოაქვს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები, მშვიდობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ განვავითაროთ ქვეყნის ეკონომიკა. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობა შენარჩუნდეს ქვეყანაში და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, Radisson RED Tbilisi უკვე ასამდე დასაქმებულს ითვლის. „ეს იყო ფოსტის შენობა, რომელიც დღეს უკვე წარმოდგენილია ულამაზესი პროექტით. მიხარია, რომ ეს უმაღლესი კლასის სასტუმრო შეემატა ქალაქს, სადაც ასზე მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული. მინდა წარმატება, მშვიდობა და რა თქმა უნდა, ბევრი სტუმარი გისურვოთ, რომ კიდევ ბევრი ასეთი პროექტი განხორციელდეს ქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ბოლო წლებში ბევრი სასტუმრო, ჰოსტელი და კვების ობიექტი შეემატა ქალაქს, რაც ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია. "ყოფილი ფოსტის საუკუნოვან შენობაში განთავსებული სასტუმრო თბილისის კულტურულ თავისებურებებს და ისტორიას თანამედროვე დიზაინით წარმოადგენს. 4-სართულიანი სასტუმრო მოიცავს 111 ნომერს და სხვადასხვა ტიპის სივრცეებს. პროექტის განსახორციელებლად 28 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)