05:41 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-29 16:27:09, 620 ნახვა

მსოფლიო
შმიგალი - უკრაინა ევროკავშირის მეორეხარისხოვან წევრობას არ დათანხმდება

უკრაინა ევროკავშირის მეორეხარისხოვან წევრობას არ დათანხმდება, - ამის შესახებ უკრიანის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

შმიგალის თქმით, უკრაინა მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

„ჩვენ გვინდა, ვიყოთ სრულუფლებიანი წევრი, რადგან უკრაინა დღეს არის უნიკალური ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ასეთი დიდი ფასი გადაიხადა ევროკავშირში გაწევრიანების თავისი სურვილისთვის. ევროკავშირის წევრობის არცერთ სხვა კანდიდატ ქვეყანას არასდროს ჰქონია მოსახლობის ასეთი მხარდაჭრა – 90%-ზე მეტი, რომელსაც სურს, მიისწრაფვის, გახდეს გაერთიანებული ევროპის სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics