|
2023-09-29 13:39:33, 695 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
ნარჩენების მართვის, კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილი გამოწვევებისა და სარწყავი სისტემის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და სამხრეთ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალმა რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსიმ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საუბარი ასევე შეეხო მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ნინო თანდილაშვილმა სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის ახალ რეგიონულ დირექტორს საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. „დიდი გამოცდილების მქონე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ნარჩენების მართვის კუთხით თანამშრომლობაზე. ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტი, რომელიც სახიფათო ნარჩენების მართვას უკავშირდება. აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ სახიფათო ნარჩენების მართვა კავშირშია საზოგადოების ჯანმრთელობასთან, გარემოს დაცვასთან, სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე ღონისძიებებთან. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში სახიფათო ნარჩენების ეფექტიანი მართვა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. ჩვენს გუნდთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ; გვქონდა გარკვეული გამოწვევები, თუმცა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ყველაფერი გავაკეთეთ და დღეს პროცესი კარგად მიმდინარეობს. ერთი მხრივ, ეს არის ეროვნული საკითხი, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით. ღია ვართ ახალი შესაძლებლობების მისაღებად და პარტნიორობისთვის. იმედი გვაქვს, მომავალში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალმა რეგიონულმა დირექტორმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსიმ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა და განსაკუთრებული ყურადღება სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა. შეხვედრას EBRD-ის ასოცირებული დირექტორი თეა მელიქაძე და კლიმატის საკითხებში EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელი კონსტანტინე კინწურაშვილი ესწრებოდნენ.
ტურისტის თქმით, თბილისში რუსულად საუბრის გამო სცემეს - პოლიციამ მამაკაცი დააკავა
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)