08:09 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-29 11:55:57, 570 ნახვა

საზოგადოება
საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე პასპორტის წამკითხველი უახლესი მოწყობილობები განთავსდება

საქართველოს მასშტაბით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე პასპორტის წამკითხველი უახლესი მოწყობილობები განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) დახმარებით (პროექტის - "საზღვრის და მიგრაციის მართვის ხელშეწყობისკენ მიმართული ქმედება საქართველოსთვის") განხორციელდა.

უახლესი აღჭურვილობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ერთდროულად გადაეცათ.

როგორც საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ სიჭინავამ აღნიშნა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, უწყების მოდერნიზაციის მიმართულებით, არაერთი დახმარება განხორციელდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის ადმინისტრირების პროცესში.

„კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ყოველი თქვენი ახალი მხარდაჭერა მაქსიმალურად შედეგიანია და ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც  გამოყენებული იქნება, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისა და კანონშესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ასევე კანონიერი  ვაჭრობის ხელშეწყობის გაუმჯობესების მიმართულებით. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო პროექტს მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გავაფართოვებთ მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატს", - განაცხადა ზურაბ სიჭინავამ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროდელეგაციის წარმომადგენელი ევია კოტანი, IOM-ის  საქართველოს ხელმძღვანელი, სანია დასელებიჩ ლუკოვაკი, შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საპატრულო დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე, ასევე შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და ორი უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics