20:50 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 15:29:50, 592 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ლარის კურსის დარეგულირებაში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება არ არის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ლარის კურსის დარეგულირებაში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება არ არის.

„ეროვნულ ბანკთან ძალიან კარგი კოორდინაცია გვაქვს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ერთად ვმუშაობთ და ფაქტიურად გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება არის გუნდური. რა თქმა უნდა მონეტარული პოლიტიკა მათი პრეროგატივაა, ამ ეტაპზე მათი ჩარევის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს. არ არსებობს ის ზეწოლა, რომელიც ეროვნულ ბანკს აიძულებდა, რომ კურსის დაკორექტირებაში ჩარეულიყო. უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად  ვაცნობიერებთ იმ საგარეო ეკონომიკურ ეფექტებს, რომელიც სახეზეა“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკური გაუმჯობესების მიზნით მთავრობას  სამოქმედო გეგმები  აქვს.

„ ჩვენ გვაქვს მკაფიო სამოქმედო გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ  ვახორციელებთ. ამ გეგმის  უმნიშვნელოვანესი კომპონენტი წლევანდელ წელს ინფრასტრუქტურული პროექტების  გაზრდა და დამატებითი დონორების,  დაფინანსების მოძიებაა, რომელსაც ვფიქრობ წარმატებით გავართმევთ თავს“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics