08:12 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-29 11:52:49, 549 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ სკრინინგ ცენტრს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის რეგიონული ალიანსის მისია ეწვია

ეროვნულ სკრინინგ ცენტრს თბილისში მიმდინარე საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ალიანსის ფორუმის 80 მონაწილისგან შემდგარი მისია ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, რეგიონული ალიანსის წევრები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 17 ქვეყნისა და ტერიტორიის მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, კერძო სექტორისა და პროფესიული ასოციაციებისგან შედგება, კიბოს სკრინინგული პროგრამის მიმდინარეობას და ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნენ.

"სტუმრები სკრინინგ ცენტრის დიდუბისა და ვარკეთილის ფილიალებს ეწვივნენ, სადაც სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, სამედიცინო სამსახურის უფროსმა თამარ სხირტლაძემ და ფილიალების მენეჯერებმა, ნორა კიკაჩეიშვილმა, გვანცა გულიაშვილმა და ნინო ბირკაძემ ცენტრის მუშაობის სპეციფიკასთან, სკრინინგის პროგრამებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდეს.

სტუმრებმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და თანამედროვე მეთოდების, პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით, ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს.

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის, თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში PAP–ტესტი, საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპია, ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური კვლევა პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, უფასოდ ტარდება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics