|
2023-09-29 10:52:41, 1258 ნახვა
საზოგადოება
მომსახურების სააგენტომ ცნობების ელექტრონული წესით გაცემა დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ცნობების ელექტრონული წესით გაცემა დაიწყო. შსს-ს ცნობით, მომსახურების სააგენტოს მობილურ აპლიკაციასა (service agency) ან/და ვებგვერდზე (my.sa.gov.ge) დარეგისტრირებულ პირებს ცნობის მისაღებად განაცხადის შევსება და დამზადებული დოკუმენტის მიღება, ადგილზე მისვლის გარეშე, ელექტრონული წესით შეუძლიათ. "ის პირები, რომლებიც ცნობის მისაღებად განაცხადს, ადგილზე მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში გააკეთებენ, დამზადებულ დოკუმენტს, ასევე ელექტრონული წესით, მიიღებენ. მოქალაქეებს, განაცხადის შევსებისას დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, გაეგზავნებათ შესაბამისი ბმული, საიდანაც ცნობის ჩამოტვირთვას შეძლებენ. ასევე, აღსანიშნავია, რომ მომსახურების სააგენტომ ორი ახალი სახის ცნობის გაცემა დაიწყო: გაქარწყლებული და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობა, სადაც აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის გაქარწყლებული და მოხსნილი ნასამართლობის და სასჯელისაგან (სასჯელის მოხდისაგან) გათავისუფლების შესახებ; სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ ცნობა, სადაც აისახება ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა- გადმოკვეთის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 10-ზე მეტი სახის ცნობა გაიცემა. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს აღნიშნული ცნობის ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება და თარგმანი. სააგენტოში ცნობის თარგმნა შესაძლებელია ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, თურქულ, იტალიურ, ფრანგულ, ესპანურ და ბერძნულ ენებზე",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ტურისტის თქმით, თბილისში რუსულად საუბრის გამო სცემეს - პოლიციამ მამაკაცი დააკავა
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)