2023-09-28 21:16:44, 656 ნახვა
საზოგადოება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
მკვლელობის დეტალები უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკვლელობა გოგოლეს უბანში მოხდა.
როგორც “ექსპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,