05:04 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 15:25:32, 868 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ლავროვის განცხადებაზე - რუსეთთან მოლაპარაკებები, მით უმეტეს მთავრობის სახელით, არ გამართულა

რუსეთთან არავითარი რამე ტიპის ფორმალური მოლაპარაკებები, მით უმეტეს მთავრობის სახელით, არ გამართულა,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრენებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას.

როგორც ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ეკუთვნოდა რუსეთის ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს მთავრობამ "დაამოწმა და მოიწონა და გააფორმა".

"ძალიან მარტივად არის საქმე, მაგას პატარა ბავშვიც მიხვდება. ჯერ ერთი, მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა. ახლა, დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. რა თქმა უნდა, მოხდა გაფორმება ამ შეთანხმების საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო, ბუნებრივია, თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და კომპანიებს, ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი? რა სკანდალი ნახეთ ამაში? რა აღმოაჩინეთ?

მანამდე, თქვენ მოისმინეთ რუსეთის პირველი პირის, პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. დღეს რა განცხადებაც გაკეთდა, ეს არის ფაქტის დადასტურება, რომ შეთანხმება მოხდა მთავრობასთან. 

ჩვენ ეს ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც რუსეთი ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს, ჩვენ ამას მივესალმეთ, ვთქვით, რომ ეს კარგი ნაბიჯია იმიტომ, რომ რაც წაადგება ჩვენს ხალხს, ქვეყანას კარგია და ეს ღიად გავაკეთეთ, ფარულად არ გაგვიკეთებია. ვთქვით, რომ დიახ, დავეთანხმებით. დავეთანხმეთ კიდევაც, გავაფორმეთ შეთანხმება და ვთქვით, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები იფრენენ. 

არავითარი რამე ტიპის ფორმალური მოლაპარაკებები, მით უმეტეს მთავრობის სახელით, არ გამართულა. ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ ჩვენმა მთავრობამ, ასე ვთქვათ, დაამოწმა და მოიწონა და გააფორმა",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც კრემლმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესება დაინახა, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics