20:28 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 14:55:56, 681 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტზე - ფორმალობაა - იძულებული ვიყავით, რეაგირება მოგვეხდინა

ეს არის ფორმალობა - ვალდებული, იძულებული ვიყავით, რომ მოგვეხდინა რეაგირება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველ პოლიტიკურ გუნდს პრეზიდენტის მიმართ ნდობა აღარ აქვს.

"როცა ადამიანი არღვევს კონსტიტუციას და დაარღვევს კანონს, ამას პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე ან რაღაცის გაფუჭებაზე, მით უმეტეს კონსტიტუციის დარღვევაზე, რეაგირება არის ვალდებულება. ანუ ვალდებული, იძულებული ვიყავით ჩვენ, ჩვენი გუნდი, რომ მოგვეხდინა რეაგირება - ფორმალური რეაგირება. 

ადამიანმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. იმპიჩმენტზე ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ფორმალური პროცედურა, რადგან ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ხმები, მაგრამ ნდობა დაკარგული გვაქვს ამ ადამიანის მიმართ. გაუგებარია მისი ქმედებები. მე ყოველთვის თავს ვიკავებდი მისი საჯარო კრიტიკისგან, მიუხედავად მის მიერ არაერთხელ გაკეთებული საკმაოდ კრიტიკული განცხადებებისა. 

რამდენად კავშირშია ეს სტატუსთან? საერთოდ გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ამ ადამიანის მიერ კონსტიტუციის დარღვევა სტატუსთან კავშირში. მე ევროპელ ლიდერებს ვეუბნები, რომ ამას არავითარი კავშირი არ აქვს, ეს არის ფორმალობა, მაგრამ ჩვენ ვიყავით ვალდებული, რომ ამაზე რეაგირება მოგვეხდინა",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს.

14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა.

19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics