23:54 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 11:13:38, 2088 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესპანური ტანკსაწინააღმდეგო სისტემების საჩვენებელ სწავლებას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის ძალებმა შეიარაღებაში ახალი ესპანური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კრწანისის სასროლეთზე საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებმა ესპანური კომპანიის მიერ წარმოებული საბრძოლო და სასწავლო დანიშნულების პროდუქცია დაათვალიერეს და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სადემონსტრაციო სროლების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა პირადად გამოსცადა ტანკსაწინააღმდეგო სისტემა. მისი განცხადებით, აღნიშნული შეიარაღების შესყიდვა კიდევ უფრო გაზრდის თავდაცვის ძალების მობილურობას.

„საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, სპეციალური ოპერაციების ძალების, აღმოსავლეთის და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეებმა ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების სპეციალური კურსი ესპანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარეს. კურსი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, სადაც კურსდამთავრებულებმა შეისწავლეს ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება C90-ის ოჯახის ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების სისტემები. პირადი შემადგენლობა მომზადდა ინსტრუქტორებად, რომლებიც სამომავლოდ უზრუნველყოფენ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას თავდაცვის ძალების მასშტაბით.

ტანკსაწინააღმდეგო სისტემების წარმოებაში ესპანეთი ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა. ნატოს წევრი ქვეყნები ეფექტურად იყენებენ და უმაღლეს შეფასებას აძლევენ ესპანურ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics