2023-09-28 10:54:42, 633 ნახვა
მსოფლიო
უზბეკეთში, ტაშკენტის საერთაშორისო აეროპორტთან აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები [ვიდეო]
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც Reuters-ი წერს, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.
გამოცემის ცნობით, აფეთქებას ხაძარი მოჰყვა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე კორპუსებში მინები ჩაიმსხვრა.
რა გახდა აფეთქების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,