10:38 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 12:38:28, 695 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი უნგრეთის ეროვნული ჯანდაცვის და ფარმაცევტულ ცენტრში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის ეროვნული ჯანდაცვის და ფარმაცევტულ ცენტრში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცენტრი ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანების კოორდინაციას, ასევე  სამედიცინო და სამკურნალო პროდუქტების, ფარმაცევტული ბაზრისა და აფთიაქების რეგულირებასა და ზედამხედველობას უზრუნველყოფს.

|ცენტრის ექსპერტებმა, ზურაბ აზარაშვილს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს. ყურადღება გამახვილდა უნგრეთში არსებულ ფარმაცევტული რეგულაციებზე და ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობაზე. გამოიკვეთა, ლაბორატორიულ დონეზე, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სხვადასხვა ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ.

შეხვედრაზე განიხილეს არსებული თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა, მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს მონაწილეობას ბუდაპეშტში გამართულ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეშვიდე მინისტერიალში, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონის ქვეყნებმა მიიღეს ბუდაპეშტის დეკლარაცია. დოკუმენტით ქვეყნები თანხმდებიან, პანდემიის გამოცდილებიდან გამომდინარე, მოსახლეობის დასაცავად, გაზარდონ პრევენციული და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობები. 

შეხვედრას  უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი ესწრებოდა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეფე ჩარლზი აშშ-ის კონგრესისადმი: უკრაინის მხარდაჭერის ურყევი ვალდებულებაა საჭირო
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics