08:54 - 22 Oct, 2026
|
2023-09-26 23:12:20, 1417 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - „აბრამსის“ ტანკები სერიოზული იარაღია, მაგრამ ისინი ისე დაიწვებიან, როგორც სხვა ნებისმიერი
ამერიკული „აბრამსის“ ტანკები სერიოზული იარაღია, მაგრამ ისინი დაიწვებიან ისე, როგორც უკრაინისთვის დასავლეთისგან მიწოდებული სხვა ნებისმიერი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, არ არსებობს იარაღი, რომელსაც ბრძოლის ველზე სიტუაციის რადიკალურად შეცვლა შეუძლია. „ეს ყველაფერი ვერანაირად ვერ იმოქმედებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის არსზე, მის შედეგზე. არ არსებობს პანაცეა და არცერთი ტიპის იარაღი, რომელსაც შეუძლია, ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსი შეცვალოს. ასეთი იარაღი არ არსებობს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, 25 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა ინფორმაცია, რომ "აბრამსის" ტიპის ტანკები უკრაინაშია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)