05:28 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-26 14:34:31, 821 ნახვა

პოლიტიკა
კუპრაძე - საქართველოს გავლით მიედინება რუსული სანქცირებული ტვირთები, მათ შორის ნავთობი

პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საქართველო ყოველდღიურად რუსულ სანქცირებულ ტვირთებს ატარებს.

როგორც კუპრაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მათ შორის არის ნავთობიც.

"ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ცხადი ხდება, რომ საქართველოს გავლით მიედინება ყოველდღიურად რუსული სანქცირებული ტვირთები, მათ შორის ნავთობი...

საქართველო მონაწილეობს რუსეთისთვის დახმარების პროცესში. ეს არის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა, რის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობას იძულებით სვრის უკრაინელების სისხლში, მაგრამ თვითონ მდიდრდებიან "ქართული ოცნება" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკოსები - ვანო ჩხარტიშვილები და მისი კლანი, რომელიც ემსახურება შემდეგ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში შენარჩუნებას",- აცხადებს კუპრაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics