|
2023-09-26 10:35:58, 548 ნახვა
საზოგადოება
პროექტის ECO.Georgia მმართველი საბჭოს მე-4 შეხვედრაზე მიმდინარე წლის პირველი ნახევრის შედეგები შეაჯამეს
პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ მმართველი კომიტეტის წევრებმა 2023 წლის პირველ ნახევარში სატყეო სექტორში მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის მმართველი საბჭოს მე-4 შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გახსნა. „ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ სატყეო სექტორის რეფორმა, რომელსაც მოჰყვა საკანონმდებლო ცვლილებების მიღება ტყის კოდექსის სახით. ამავდროულად, დაიწყო კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო მრავალკომპონენტიანი პროგრამა, რომელიც სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში გვაქვს გარკვეული პროგრესი. სოფლის განვითარების სააგენტომ წარმატებით დაიწყო ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოების დაფინანსება, ჩვენი მოქალაქეებისათვის ღუმელების მიწოდება, რაც ჩვენი პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია. რაც მეტად გაიზრდება ცნობადობა მოსახლეობაში იმ სიკეთეების შესახებ, რაც შეიძლება ენერგოეფექტურმა ტექნოლოგიებმა მოგვიტანოს, მით მეტი იქნება ინტერესი. ასევე პროექტის ფარგლებში, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს ტყის მართვის გეგმების შემუშავების და დამტკიცების პროცესი; ინვენტარიზაცია ლოკალურ დონეზე რამდენიმე სამიზნე მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაში გახლავთ. პარალელურად, ჩვენ ვაძლიერებთ მაკონტროლებელ უწყებას, ჩვენი ზედამხედველობის სამსახურს, რომელსაც გადაეცა შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა იმისათვის, რომ უკანონო ტყითსარგებლობის და უკანონო ჭრის ფაქტების გამოსავლენად კონტროლი უფრო აქტიურად გააგრძელოს. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს საქმიანი ეზოების მოწყობის პროცესი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხე-ტყის დამზადების და გასხვისების მდგრადი მართვის პრაქტიკა ეტაპობრივად დაინერგოს”,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ტყის სექტორში დასაქმებული ადამიანების საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და გადამზადების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ციურიხის ფედერალურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია გაცვლითი პროგრამების განხორციელება ქართველი სტუდენტებისთვის ტყის მდგრადი მართვის და ტყითსარგებლობის საერთაშორისო ევროპული პრაქტიკის გასაცნობად. საბჭოს შეხვედრაზე, საქართველოში გერმანიის საელჩოს თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ლიდია ქრისთმანიმ და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტოს/შვეიცარიის საელჩოს რეგიონულმა დირექტორმა ბარბარა ბიონიმ საქართველოში, სატყეო სექტორში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს და განსაკუთრებული ყურადღება საქმიანი ეზოების მოწყობის პროცესზე, ტყის მართვის საქმეში საზოგადოების აქტიურ ჩართულობასა და პროფესიული განათლების გაძლიერებაზე გაამახვილეს.
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)