2023-09-25 23:03:05, 643 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე ხე მოტყდა და ჩამოინგრა ხეივანი, რომლის ქვეშაც ადამიანი მოყვა
თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე ხე მოტყდა და ჩამოინგრა ხეივანი, რომლის ქვეშაც ადამიანი მოყვა. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სამაშველო სამსახური, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ფოტო : რადიო თავისუფლება
ავტორი: ექსპრესნიუსი,