2023-09-25 19:34:12, 632 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ზურაბიშვილი წერს, ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრა დედაქალაქ ტალინში მოხდა.
''ევროპული კანდიდატის სტატუსის მიმავალ გადამწყვეტ გზაზე, შევხვდი საქართველოს დიდი ხნის მეგობარს და პარტნიორს, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს. თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის'', - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,